ოჯახი ადასტურებს, რომ სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დააკავა – როგორც ჩიხლაძის ცოლი, მაია ნებიერიძე “პირველებს” ეუბნება, მისი მეუღლე იყო რედაქტორიც, თარჯიმანიც, ჟურნალისტიც და მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში.
მაია ნებიერიძე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტები უცხოეთიდან ფინანსდებოდა, თუმცა ვერ ამბობს, რომელი ქვეყნის მიერ.
ცოლის ცნობით, დაკავების დროს ირაკლი ჩიხლაძემ გამომძიებლებს უთხრა, რომ არაფერს ხელს არ მოაწერდა და ადვოკატსი გარეშე არაფერს იტყოდა.
დიახ, დაკავებულია ბატონი ირაკლი. ამ ეტაპზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. მეც ახლა ადვოკატს უნდა შევხდე. ზოგადად იყო რედაქტორიც, თარჯიმანიც, ჟურნალისტიც, რაღაც პროექტებშიც მონაწილეობდა. არა რუსულ პროექტებში (არ მონაწილეობდა). სანამ ამ კანონებს მიიღებდნენ, რაღაც დაფინანსები ჰქონდა უცხოეთიდან, მერე უკვე კანონი რომ მიიღეს, შეწყვიტა ამ პროექტებში მონაწილეობა. რომელი ქვეყნიდან ფინანსდებოდა არ ვიცი, სხვადასხვა პროექტებში იღებდა მონაწილეობას. დიახ მის საქმიანობას უკავშირდება სავარაუდოდ, დაკავება. გამომძიებლებს თავად უთხრა, რომ არაფერს ხელს არ მოვაწერე და სანამ ადვოკატი არ მეყოლება არაფერს არ ვიტყვიო”, – აცხადებს მაია ნებიერიძე.
სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საოკუაპციო ძალების მიერ ცხინვალში ჩაცხრილული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმა ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე .
ჩიხლაძე რამდენიმე ორგანიზაცის დაფმუძნებელი და დირექტორია – მათ შორისაა მედია-კავშირი “ევრაზია”, ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტი, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი, კავკასუს პრინციპიუმი. ასევე, არსებული ინფრომაციით, ის არის მედია გამოცემა “კავკაზნიუსის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ეს გამოცემა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის შესახებ წერს სტატიებს.
სუს-ის ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძეს ბრალად ედება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.
უწყებსი მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, დაკავებული ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ დაკავებული ასევე ონლაინპლატფორმის საფარით, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს.
მანამდე ხელბორკილები დაადეს “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელს, გულბაათ რცხილაძეს.
წყარო
