Friday, May 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გორში ნაცემ ახალგაზრდას იქით ემუქრებიან”- რას ამბობს ანა ნაცვლიშვილი

May 29, 2026
გამოძიება “არასწორი” მუხლებით – ცდილობენ თუ არა მოძალადე პოლიციელებისთვის სასჯელის შემსუბუქებას?

პარლამენტის მე-10 მოწვევის წევრი და უფლებადამცველი ანა ნაცვლიშვილი გორში პოლიციელების მიერ ორი ახალგაზრდა კაცის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადამიანზე, რომელზეც “სისტემამ ასე სასტიკად იძალადა, ახლაც მიმდინარეობს ზეწოლა”, მათ შორის, სამართლებრივი, რადგან მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, რაც უფლებადამცველის განმარტებით, პირდაპირი გზავნილია დაზარალებულისთვის, რომ გაჩუმდეს.

ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა კაცს იქეთ ემუქრებიან და ცდილობენ იმ “სისასტიკეს, რაც ჩვენ ვნახეთ, სხვა სახელი დაარქვან”.

ბევრი ასეთი შემთხვევა იყო წლების განმავლობაში და რა იყო ყოველ ჯერზე “ქართული ოცნების” “რეაგირება”, რომ თქვენ გაჩუმდით და თუ ძალიან მწვავე იყო საზოგადოების რეაგირება, მცდელობა, რომ ერთი-ორ ადამიანზე გადაეტეხათ ჯოხი, როგორც ახლა ცდილობენ, სრულიად არასათანადო კვალიფიკაციით. ეს არის დაცინვა. 

ამ ადამიანზე, რომელზეც სისტემამ ასე სასტიკად იძალადა, ახლაც მიმდინარეობს ზეწოლა და ეს ზეწოლა არის სამართლებრივი მათ შორის იმიტომ, რომ მას აქვს ბრალდებულის სტატუსი. ეს არის პირდაპირი გზავნილი მისთვის, რომ გაჩუმდეს. ოჯახზეც დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარეობს [ზეწოლა] იმიტომ, რომ როცა ჩამოკიდებენ ადამიანს ბრალდებულის სტატუსს და შესაბამისად ციხის მუქარას, მას იქეთ ემუქრებიან ახლა და ცდილობენ, რომ ის დაზიანებები რაც მას აქვს და ის სისასტიკე რაც ჩვენ ვნახეთ, სხვა სახელი დაარქვან ამას,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული პოლიციელები პატიმრობაში გაუშვეს – გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გორში ნაცემ ახალგაზრდას იქით ემუქრებიან”- რას ამბობს ანა ნაცვლიშვილი
  • სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge