რუსეთში, იამალის ნახევრაკუნძულზე პირველად გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომელიც უკრაინიდან 2000 კმ-ზე მეტითაა დაშორებული – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის მაცხოვრებლებმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროსგან მიიღეს გადაუდებელი SMS-შეტყობინებები სიმშვიდის შენარჩუნების, შენობებში დარჩენისა და ფანჯრებისგან შორს ყოფნის მოწოდებით.
