ბსუ-ს პროფესორის, ნანი გვარიშვილის ქმარი, რომელიც ქუჩაში სტუდენტს დაესხა თავს, სოციალურ ქსელში მოქალაქეს მიმართავს და შეურაცხყოფას აყენებს. ანზორ დევიძე ასევე ბსუ-ის უნივერსიტეტის პროფესორია:
“ყლ*** გაგიჟებული ბოზან****” – მიმართავს დევიძე მოქალაქეს.
კადრები, სადაც ჩანს, როგორ უპირისპირდება ლექტორი სტუდენტებს გამოცემა აჭარა თაიმსმა გუშინ გაავრცელა. რუსთაველის ქუჩაზე, ბსუ-ს მიმდებარედ შეკრებილი ახალგაზრდები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებდნენ, როდესაც მათ ნანი გვარიშვილი დაუპირისპირდა.
გვარიშვილთან ერთად სტუდენტებს მისი ქმარ-შვილიც დაუპირისპირდა. ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესიორია მისი შვილი – ლელა დევაძე.
