Friday, May 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თუ ბადალოვი კონკრეტული პირის საცემად მივიდა, მაშინ ბორკილი რატომ მიაწოდა? ჩნდება კითხვები, რაზეც პასუხი გაცემული არაა, იჩქარა ბრალდების მხარემ” – ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის, ალექსი ბადალოვის ადვოკატი

May 29, 2026
“თუ ბადალოვი კონკრეტული პირის საცემად მივიდა, მაშინ ბორკილი რატომ მიაწოდა? ჩნდება კითხვები, რაზეც პასუხი გაცემული არაა, იჩქარა ბრალდების მხარემ” – ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის, ალექსი ბადალოვის ადვოკატი

ძალადობაში ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელის, ალექსი ბადალოვის ადვოკატი სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმეში ლაშა აბისონაშვილის გამოკითხვის ოქმია და აბისონაშვილი არც ერთ პუნქტში არ მიუთითებს ბადალოვზე როგორც ძალადობის განმახორციელებელ პირზე.

მისივე თქმით, ბადალოვის ცნობა და დადგენა იძალადა თუ არა მან ვინმეზე, მარტივია, რადგან ვიდეოში მას პატრულის წარწერიანი სპეცსამოსი აცვია. ადვოკატის თქმით, გამოძიებას არ ჰყავს გამოკითხული პაპუნა ლოცულაშვილი.

„სიჩქარეში პროკურატურამ ბადალოვის წინააღმდეგ ვერც ერთი მტკიცებულება მოიპოვა“ – ამბობს ის და ამატებს: „რჩება ერთადერთი მტკიცებულება, ვიდეოჩანაწერი, სადაც ბადალოვის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედება, მათ შორის ძალადობრივი გამორიცხულია… ბრალდების დადგენილება ბუნდოვანია, „ნაცვლად იმისა რომ ბადალოვს კანონის შესაბამისად ემოქმედა გადაამეტა უფლებამოსილებას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლოცულაშვილს“. წარმოვიდგინოთ გარემოება, დაზარალებულ პირებთან მას პირველადი კონტაქტი არ გააჩნია, ის შემთხვევის ადგილზე მიდის მას შემდეგ, რაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ დაკავების მიზნით. ადგილზე მათ ხვდებათ ინფორმაცია, რომ დამნაშავეა დასაკავებელი, სხვა ახსნა-განმარტებას არ აძლევს არავინ…საყურადღებოა, რომ ბადალოვი აწვდის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს ხელბორკილს, თუ ბადალოვი კონკრეტული პირის საცემად მივიდა, მაშინ ბორკილი რატომ მიაწოდა? ჩნდება კითხვები, რაზეც პასუხი გაცემული არაა, იჩქარა ბრალდების მხარემ“ – თქვა ადვოკატმა ლაშა ცინცაძემ. ადვოკატი მოითხოვს ალექსი ბადალოვი დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. [რადიო თავისუფლების ლაივ-ბლოგი]

გორის რაიონულ სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული პოლიციელებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა ყველა მათგანისთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას აყენებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბსუ-ს ლექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო
  • რა ღირს 1 გრამი ოქრო – ახალი მონაცემები
  • ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge