ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების, ვლადიმერ გოდერძიშვილის და ვანიკო მისერელის ადვოკატი, ივანე სამხარაძე ამბობს, რომ ორივე მათგანი თავს დამნაშავედ ცნობს.
ადვოკატი მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს- 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობას აყენებს.
ადვოკატის თქმით, მისერელი ადგილზე გამოძახებით მოგვიანებით მივიდა.
ვლადიმერ გოდერძიშვილის ადვოკატის, ივანე სამხარაძის თქმით კი, „როგორც მისთვისაა ცნობილი, გოდერძიშვილი ახლა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და გადის მკურნალობას და მას მიყენებული უნდა ჰქონდეს დაზიანება აპოლონ [პაპუნა] ლოცულაშვილის მხრიდან, ამის შეფასებას და გამოძიებას პროკურატურა მოახდენს“. [რადიო თავისუფლების ლაივ-ბლოგი].
ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, დანაშაული აღიარა კიდევ ერთმა დაკავებულმა პოლიციელმა, გიორგი წკრიალაშვილმა.
