Friday, May 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კარგია, რომ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტი გასაჯაროვდა და სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იმოქმედა” – კახა კალაძე

May 29, 2026
“შესაბამისმა სამსახურმა რეაგირება მოახდინა…” – კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა

კარგია, რომ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტი გასაჯაროვდა და სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იმოქმედა, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავების მიერ ორ პირზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და 6 პირის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც მოხდა.

„თუ ვინმემ არ უნდა იაქტიუროს და არ უნდა ისაუბროს აღნიშნულ თემაზე, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან ყველას გვახსოვს, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რა პროცესები მიდიოდა, რა პრობლემების წინაშე იდგა ქართველი ხალხი და, ზოგადად, მთლიანად ქვეყანა.

რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე სანახავი იყო ყველაფერი, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კარგია ის, რომ მომხდარი გასაჯაროვდა.

„კარგია, რომ ეს ფაქტი გასაჯაროვდა და ამას მოჰყვა სათანადო რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და იმოქმედა მყისიერად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სოხუმში სროლა იყო – დაჭრილია ექიმი
  • ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული – საზარელი ავარია კახეთში
  • “დღემდე თავს ვიკავებდი! მოვალე ვარ გითხრათ”- ნიკა მელია საპატიმროდან წერილს აქვეყნებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge