ცნობილია მოსამართლის ვინაობა, ვინც 2 მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელების საქმეს განიხილავს – გიორგი წკრიალაშვილის, ვლადიმერ გოდერძიშვილის, საბა წაველიძის, ალეკო ბადალოვის, ვანიკო მისირელის და ბესო მალაციძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი იმსჯელებს.
პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში 13 საათზე უნდა დაწყებულიყი, თუმცა სავარაუდოდ 15 საათამდე გადაიდო.
სხდომის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ საქმის განხილვაზე უარი თქვა მოსამართლე ლევან დარბაიძემ.
