Friday, May 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მოვითხოვთ, დაისაჯონ როგორც პოლიციელები, ასევე მათი ხელმძღვანელებიც” – ირაკლი კუპრაძე გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე

May 29, 2026
“ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა ” – ირაკლი კუპრაძე

ლელო-ძლიერი საქართველო ითხოვს, რომ გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემასთან დაკავშირებით, დაისაჯონ როგორც უშუალოდ ამ ქმედების ჩამდენი პირები, ასევე, მათი ხელმძღვანელებიც. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

“დღეს მთავარი კითხვაა, დამნაშავეებს ვინ მფარველობს, რატომ ცდილობს ხელისუფლება პასუხისმგებლობის გადატანას რამდენიმე ძალოვანზე მაშინ, როცა 2 მოქალაქეზე 10-ზე მეტი პოლიციელი ძალადობდა. რატომ არ განიხილება საქმის კვალიფიკაციის შეცვლა უფრო მძიმე მუხლებით, მათ შორის, ჯგუფური ძალადობისა და წამების. იქ მყოფი ძალოვანი უწყების თანამშრომლები, რომლებიც წამებას უყურებდნენ და ამ დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი გააკეთეს, ისინი უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულზე არიან პასუხისმგებლები.

ჩვენ მოვითხოვთ, პროკურატურამ საზოგადოებას დაუყონებლივ აცნობოს, მიმდინარეობს თუ არა საქმის გადაკვალიფიცირება; ყველა პოლიციელის ქმედებას ინდივიდუალური სამართლებრივი შეფასება მიეცეს; დადგეს როგორც უშუალო დამნაშავეების, შემსრულებლების, ასევე მათი ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა, რათა ცხადია, რომ ეს ინდივიდუალური გადაცდომა არაა. ეს არის სისტემური პოლიტიკა, რასაც ივანიშვილი და ანტიქართული ოცნება მოქალაქეების წინააღმდეგ აწარმოებს. შეწყდეს მსხვერპლის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური, პროპაგანდისტული კამპანია. შეწყდეს ძალადობა და ზეწოლა მისი ოჯახის წევრებზე”. – თქვა კუპრაძემ.

კუპრაძე ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” სისტემური ძალადობა ძალიან მძიმედ დაუბრუნდება როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად.

“გორში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ანტიქართული ოცნება მოქალაქეებზე ძალადობს. მივმართავ ქართველ მშობლებს, საქართველოს მოქალაქეებს: კრიმინალური პოლიცია, ძალოვანი უწყებები თქვენს შვილებზე ძალადობენ. თქვენს შვილებს პერიოდულად მიყრუებულ ადგილებში, სამშენებლო მოედნებზე უსწორდებიან, მათზე ძალადობენ და შემდეგ მსხვერპლებს აქეთ აკავებენ. ამ შემთხვევაში, მსხვერპლს გაუმართლა, რომ იმ ადგილთან, სადაც მასზე იძალადეს და რეალურად, ის აწამეს, ჟურნალისტი ცხოვრობდა და მან ამ კადრების გადაღება შეძლო. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მოქალაქეები ძალოვანი უწყებების წინაშე დაუცველები არიან.

გორში მომხდარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანტიქართული ოცნება ვერ იაზრებს, რომ სისტემური ძალადობა, რომელსაც ის ქმნის, ძალიან მძიმედ დაუბრუნდება – მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობებით. ანტიქართული ოცნება აგრძელებს ძალადობას და პროპაგანდის წარმოებას მსხვერპლზე, ოჯახის წევრების დაშინებას […] ჩვენ ვხედავთ მსხვერპლის დისკრიმინაციის მცდელობას, როცა ადამიანს 10-ზე მეტი პოლიციელი აწამებს და პარალელურად ბრალს მას უყენებენ”. – განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გერმანიიდან საქართველოში ავტომობილის ჩამოყვანა გართულდა – რატომ აღმოჩნდა საქართველო შავს სიაში?
  • პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • სოხუმში სროლა იყო – დაჭრილია ექიმი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge