Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქართული ოცნება“ ცდილობს, აბანოთუბანში მაცხოვრებლებს სახლები იძულებით დაატოვებინოს და ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი გახსნას” – ნიკა ჩერქეზიშვილი

May 29, 2026
“ქართული ოცნება“ ცდილობს, აბანოთუბანში მაცხოვრებლებს სახლები იძულებით დაატოვებინოს და ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი გახსნას” – ნიკა ჩერქეზიშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აბანოთუბანს უყურებს, როგორც საკადასტრო ერთეულებად დაყოფილ ტერიტორიას და აპირებს ეს ეზო, ეს სახლები ადგილობრივ მცხოვრებლებს დაატოვებინოს იძულებით – სწორედ ამ ტერიტორიაზე აპირებენ გახსნან აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა.

მისივე თქმით, „ვერცერთი პარტნიორობა გადაწონის იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოართვან კერძო საკუთრება“.

„ჩვენ ახლა ვართ აბანოთუბანში, ქვედა ხარფუხის ისტორიულ არეალში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი, თბილისის გული, ჩვენი ეროვნული იდენტობისა და მეხსიერების მატარებელი ადგილი, თბილისის კულტურული სივრცე, მაგრამ „ქართული ოცნების” ხელისუფლება ამ ადგილს უყურებს, როგორც საკადასტრო ერთეულებად დაყოფილ ტერიტორიას და აპირებს ეს ეზო, ეს სახლები ადგილობრივ მცხოვრებლებს დაატოვებინოს იძულებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ. „ქართული ოცნება” გეგმავს ე.წ ექსპროპრიაციის წესით, სახელმწიფოს იძულებით, ადამიანები გამოიყვანონ კერძო საკუთრებიდან.

ეს არის ადგილი, სადაც გაიმართა კრწანისის ომი, სადაც არ არის დარჩენილი არცერთი მტკაველი მიწა, რომელიც ქართული სისხლით არ არის გაჟღენთილი და სწორედ ამ ადგილას, სადაც არის ასევე როსტომ მეფის აბანოები, 300 არაგველის ძეგლი და საქართველოს უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილი, სწორედ ამ ტერიტორიაზე აპირებენ გახსნან აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი. ბუნებრივია, ყველა აფასებს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორულ ურთიერთობებს, მეზობლობას, მეგობრობას, მაგრამ ვერცერთი მეგობრობა, ვერცერთი პარტნიორობა გადაწონის იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოართვან კერძო საკუთრება.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს ამ ადგილას, თბილისის გულში, ისედაც ბევრი ტერიტორია ეკუთვნის, ისინი ფლობენ არაერთ ადგილს, არაერთ შენობას. აქ არის განთავსებული აზერბაიჯანის საელჩო, ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერი, ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპირო და დამატებით კიდევ 6000 კვადრატის გადაცემა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მფლობელობაში, არის აბსოლუტურად ანტიქართული, ანტიეროვნული საქმე! ეს არის დამაზიანებელი და კატეგორიულად მიუღებელი ამ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ უკვე ათწლეულების განმავლობაში. ნახევარ საუკუნეზე მეტი აქ ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, აქ დაიბადა და გაიზარდა ეს ხალხი და აქ იზრდებიან მათი შვილები.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული დავა და სახელმწიფოსა და რამდენიმე მოსახლეს შორის ქონებრივი უთანხმოების გამო დაწყებული საქმე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულებითი საკითხი – სად არის სახელმწიფოს უფლებები და სად არის მოქალაქის უფლებები, სად არის ეს ზღვარი, სადაც მთავრდება სახელმწიფოს ძალაუფლება და იწყება ისტორიის, ქალაქის, მოქალაქეების, ადამიანების ხელშეუხებლობა. ამას უნდა მიაქციოს ყველამ ყურადღება, რადგან საკუთრების უფლება ირღვევა, აქ ადამიანები არიან წინააღმდეგები, გამოვიდნენ საკუთარი საცხოვრებელი ფართებიდან და სახელმწიფო აიძულებს მათ, რომ დატოვონ საკუთარი ტერიტორიები. როგორც ვთქვი, ეს არის თბილისის გული, აქედან დაიწყო საერთოდ თბილისი და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს „ქართული ოცნების” მიერ წარმოებული კამპანია „გარეჯი საქართველოა”, თუმცა ეს ყველაფერი დარჩა მხოლოდ კამპანიად, რეალობა რაც არის ყველა ვხედავთ. საბოლოო ჯამში, ისე არ გამოვიდეს, რომ სამართლებრივად გარეჯიც არ იყოს საქართველოს მფლობელობაში და მთელი ორთაჭალა, მთელი აბანოთუბანი, ქვედა ხარფუხის ისტორიული არეალი იქცეს აზერბაიჯანის საკუთრებად“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საფრანგეთის ხელისუფლება გააძლიერებს პოლიციას ჯარებით და უსაფრთხოების მასშტაბურ ოპერაციას ჩაატარებს შაბათისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. „მომავალ შაბათს ჯარისკაცების განლაგება მასშტაბური იქნება“, – განაცხადა ლეკორნუმ და დასძინა, რომ 17 ოქტომბერს პარიზში, მარსელში, ლიონსა და სხვა ქალაქებში არეულობისა და ძარცვის შემდეგ წესრიგის აღდგენა მისთვის პრიორიტეტულია. ლეკორნუმ აღიარა, რომ შაბათ-კვირას მომხდარ ინციდენტზე სახელმწიფოს რეაგირებაში ხარვეზები იყო. მისი თქმით, დაზვერვის სამსახურმა სათანადო ინფორმაცია ვერ მოიპოვა, პოლიციის ძალები კი ადგილზე ზედმეტად სტატიკურად იყვნენ განლაგებული. ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა იმითაც, რომ პოლიციელებისთვის დაგეგმილი შვებულება არ გააუქმა. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიში მოიხადა. „ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. ვაღიარებ, რომ პასუხისმგებლობის ჩემი წილიც მაქვს“, — განაცხადა მან. საფრანგეთის პარლამენტი არეულობის მიზეზების დასადგენად საგამოძიებო კომისიას შექმნის. ამასთან, ხელისუფლებამ 200 გამომძიებელი დანიშნა ქუჩის ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და მათი კვალის დასადგენად. სამშაბათს პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ხანძრის გაჩენაში, რომელმაც არეულობის დროს ლიმოჟში ისტორიული მერიის შენობა გაანადგურა. ოფიციალური პირების თქმით, ის ულტრამემარცხენე დაჯგუფების წევრია
  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
  • დაკავებულია კაცი, რომელიც დანის მუქარით თანხას სძალავდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge