კლინიკა ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“სად დავსვით არასწორი დიაგნოზი? გამოვიდეს პაციენტი და თქვას, მის მაგივრად რა ვილაპარაკო? ზუსტად ეს უნდოდათ, ისევ ვივამედზე თავდასხმა, სადაც 600 თანამშრომელი დღეს და ღამეს ასწორებს, რომ შემდეგ ასეთმა ინდაურებმა, რომელთაც ცხოვრებაში ჩაის ადუღების აიქით არაფერი გაუკეთებია დანაშაულის ჩადენა დაგაბრალოს. თავისი ნებით განაცხადა წასვლის სურვილი, სტაციონარიზაციის ჩვენება არ იყო, დიაგნოზი გამეორდა საუნივერსიტეტო კლინიკაში იგივე კტ-ს და რენტგენს ხომ არ წაშლი ადამიანი? ვააახ ესენი ვინ არიან ემპათიის სურვილს გაგიქრობენ.
P.S. არსებობს კამერების ჩანაწერები უწყვეტად, სადაც მორიგე ექიმი მირეკავს და მეუბნება, რომ არ ჩერდება, ჩივილები არ მაქვსო და გამიშვითო” – წერს ნინო ნადირაძე.
პოლიციელების მიერ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი გუშინ კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. მოგვიანებით, კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ლოცულაშვილმა კლინიკა დატოვა და მას აღეიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები. გუშინ გვიან ღამით კი პაპუნა ლოვულაშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გაავრცელა ინფრომაცია, რომ პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კვლევები უტარდება.
