Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გორის პოლიციელების მხრიდან კიდევ ერთი ძალადობა”- უფლებადამცველი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

May 28, 2026
“გორის პოლიციელების მხრიდან კიდევ ერთი ძალადობა”- უფლებადამცველი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

უფლებადამცველი, მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში გორის პოლიციელების მიერ კიდევ ერთ ძალადობის ფაქტზე წერს.

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალდებული ლუკა თოფჩიშვილი მიმდინარე წლის იანვრის თვეში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ 10 თებერვლიდან დღემდე, არანაირი სახის რეაგირება არ მოჰყოლია მის განცხადებას და ითხოვს, ესაბამისი დამნაშავეების იდენტიფიცირება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოხდეს.

“გორის პოლიციელების მხრიდან კიდევ ერთი ძალადობა.

კარგად იცით, რომ ვიცავ ბრალდებულ ლუკა თოფჩიშვილს, რომელიც მ/წლის იანვრის თვეში, სასტიკად სცემეს და გაიმეტეს გორში პოლიციელებმა.

10 თებერვლიდან დღემდე, არანაირი სახის რეაგირება არ მოჰყოლია ჩემს კონკრეტულ განცხადებას.

დაუსჯელობის სინდრომია ის, რომ დღეს იგივე დანაშაულს ჰქონდა ადგილი “სამართალდამცავების” მხრიდან.

კატეგორიულად მოვითხოვ – მოხდეს შესაბამისი დამნაშავეების იდენტიფიცირება და კანონის სრული სიმკაცრით მათი დასჯა.

პროკურატურა შეეშვას უდანაშაულო ადამიანს და რეალური დამნაშავე(ები) ეძებოს, რომელიც სისტემაშივე ჰყავს,” – წერს მარიამ ბარსონიძე.

ცნობისთვის, გუშინ, 27 მაისს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – 29 წლი პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს, ლაშა აბისონაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით.

ადვოკატის თქმით, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გამოძიება “არასწორი” მუხლებით – ცდილობენ თუ არა მოძალადე პოლიციელებისთვის სასჯელის შემსუბუქებას?
  • “გორის პოლიციელების მხრიდან კიდევ ერთი ძალადობა”- უფლებადამცველი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
  • ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე ხანძარი გაჩნდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge