Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

May 28, 2026
გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე,  ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე. მათ ხელბორკილები გუშინ,  27 მაისს დაადეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.

ასევე, საქმის მასალების მიხედვით, იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.

პროკურატურა ავრცელებს ძალადობის ამსახველ ვიდეოსაც.

საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხულია  ასამდე მოწმე, დანიშნულია  და მიღებულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელ პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით ჯგუფური მოქმედება დააორგანიზეს. ისინი შერჩეულ მსხვერპლებს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით გოგონების სახელით წერდნენ  და  წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილზე შეხვედრაზე ითანხმებდნენ, შემდეგ კი უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ძალადობდნენ, რასაც  კამერაზე აფიქსირებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი  მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ და  მიზნობრივ ჯგუფებში ავრცელებდნენ.
➡️ 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე  ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
➡️ იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი,  გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.
➡️ სამართალდამცველებმა ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე  27 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
➡️ პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს- ნათქვამია ინფორმაციაში. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება გიგა ავალიანზე ძალადობის შემზარავი კადრები – დაკავებულია კიდევ 2 პირი
  • გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
  • ხალხის პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ – გორში 19:00 საათზე აქცია გაიმართება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge