Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დავკითხეთ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქრთამი მიდიოდა გვანცელაძესთან და მისგან გადაეცემოდა ლილუაშვილს” – პროკურორი

May 28, 2026
“დავკითხეთ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქრთამი მიდიოდა გვანცელაძესთან და მისგან გადაეცემოდა ლილუაშვილს” – პროკურორი

გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბაღების ძარცვის ეპიზოდზე დაკითხულნი არიან ბაღის სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ქრთამის სახით თანხა მიდიოდა ჯერ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორთან, კახა გვანცელაძესთან და მისგან გადაეცემოდა სწორედ სუს-ის ყოფილ შეფს, გრიგოლ ლილუაშვილს.

“ამ რიგით მეწარმეებს, რომლებიც გარკვეულ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ თუ გარკვეული ინვენტარი შეჰქონდათ ბაღებში, პირდაპირი კომუნიკაცია გრიგოლ ლილუაშვილთან ვერ ექნებოდათ, ეს ხომ აბსურდი არის. თუმცა, ბრალდებსი მხარე ვალდებული არის, როცა ადამიანს ედავება ქრთამის აღებას, სრული სქემა დაადასტუროს სასამართლოს წინაშე მტკიცებულებებით, ამიტომ როცა ჩვენ ამ მეწარმეებს ვკითხავთ, ბუნებრივია ისინი ამბობენ, რომ არ იციან გრიგოლ ლილუაშვილის შემხებლობა ამ ეპიზოდთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ არის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. ადვოკატები უბრალოდ ამით ცდიან ფონის შექმნას, თითქოსდა მოწმეები არაფერს არ ადასტურებენ. თუმცა, ჩვენ დავკითხეთ ბაღების ეპიზოდზე ის მოწმეები, სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც შუამავლები იყვნენ და რომლებიც ადასტურებენ, რომ ქრთამის სახით წამოღებული თანხა მიდიოდა გვანცელაძესთან და მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ გვანცელაძისგან ეს გადაეცემოდა გრიგოლ ლილუაშვილს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მომწეებს პირადი და ყოველდღიური კავშირი გრიგოლ ლილუაშვილთან არ ჰქონდათ და ვერ ექნებოდათ”, – ახადებს მარიამ ბერძენიშვილი.

ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხალხის პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ – გორში 19:00 საათზე აქცია გაიმართება
  • „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • “გინდათ, რომ [ხარებასთან] ურთიერთობა გამიფუჭოთ” – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge