Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და მარწყვის იმპორტი აკრძალა

May 28, 2026
რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და მარწყვის იმპორტი აკრძალა

რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა 30 მაისიდან რუსეთში სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის შეტანაზე „დროებითი შეზღუდვები“ დააწესა.

„გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთში სომხური ხილ-ბოსტნეულის მიწოდებისას გახშირებული დარღვევების გამო და ქვეყნის ფიტოსანიტარული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიის ფიტოსანიტარულ მდგომარეობას,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ 21-27 მაისს „როსსელხოზნადზორმა“ სომხურ საწარმოებში ინსპექტირება ჩაატარა, რომლის დროსაც დარღვევები აღმოაჩინა. კერძოდ, სათბურებში საკარანტინო ობიექტების არსებობა. უწყების მტკიცებით, სომხეთიდან ბოსტნეულის დიდი ნაწილი რუსეთში შედის კომპანიების მეშვეობით, რომელთა „საკუთრების ფორმა უცნობია“ და რომლებიც თავს არიდებენ საკარანტინო ფიტოსანიტარული კონტროლის გავლას.

ცნობისთვის, ბოლო კვირებში მოსკოვმა უკვე დაიწყო სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება. მანამდე რუსეთმა აკრძალა სომხეთიდან ყვავილების, მინერალური წყლისა და სამი მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების შეტანა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მინიმუმ 2-კილომეტრიანი საცობი შეიქმნა ერთ მხარეს. მოსახლეობამ გაათავისუფლა გზა” – ჭიათურაში ქარის შედეგად ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა
  • ზუგდიდში, ქალაქის შესასვლელთან ბენზინმზიდი აფეთქდა
  • “გეუბნებიან, რომ ან ჩვენსკენ ხარ, ან ავდგებით და ტალახში გაგორიალებთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის წინააღმდეგ გავრცელებულ ვიდეორგოლს ეხმიანება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge