Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილის პირველი კომენტარი პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე

May 28, 2026
შს მინისტრის მოადგილის პირველი კომენტარი პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს გორში პოლიციელების მიერ ნაცემ მოქალაქეებზე – “სამწუხარო ფაქტი” – ასე აფასებს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძე სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულს.

თამაზაშვილის უწყება, პოლიციელების მიერ ნაცემ, 29 წლის პაპუნა ლოცულაშვილს პოლიციაზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

დარახველიძის მტკიცებით, მომხდარს წინ უძღოდა საპოლიციო ღონისძიება, რა დროსაც სამართალდამცავებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს მოქალაქე. მოქალაქემ კი დაზიანება მიაყენა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც დარახველიძის ინფორმაციით, ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ქალაქ გორში მომხდარ სამწუხარო ინციდენტს, რომლის დროსაც საპოლიციო პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, რის გამოც დაშავდა მოქალაქე. სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია სამინისტროს მოქმედი 6 თანამშრომელი. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შეჩერებული იქნა მოქალაქე. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით – ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა.

აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის მკურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული საქმეც საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ორივე საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დადგინდეს თითოეული ფაქტობრივი გარემოება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში.

სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს სრულ მზაობას ინტენსიურ რეჟიმში ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან. ნებისმიერი სახის ძალადობა, სადაც კი იკვეთება, როგორც თანამშრომლების მხრიდან, ასევე სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, სამინისტროს მხრიდან გატარებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არც ერთი სამართალდარღვევა, მით უმეტეს, ასეთი ტიპის სამართალდარღვევა, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი“ – ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ფაქტზე
  • ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან გორში სამართალდამცველზე ქვით თავდასხმის ვერსია „უბრალოდ გამოგონილია“
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge