ჩვენი შეურაცხყოფაა თქვენი განათლების მინისტრობა – ამ სიტყვებით მიმარტა გახარიას გუნდის წევრმა, სოფიო ხორგუანმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულ გივი მიქანაძეს.
ხორგუანმა სხდომაზე მინისტრს წარსული შეახსენა და უთხრა, რომ იმ უწყებას წარმოადგენდა, რომელმაც “პატიმრები დაცხრილა”.
“დღეს გველაპარაკებოდა არა განათლების მინისტრი, არამედ ის მინისტრის მოადგილე იმ სამინისტროსი, ვინც პატიმრები დაცხრილა. ჩვენი შეურაცხყოფაა თქვენი განათლების მინისტრობა დღეს. თქვენ თქვით, რომ რეგიონებში დადიხართ, მაგრამ ალბათ პარტ-მუშაკებს ხვდებით. იმიტომ, რომ მეც დავდივარ რეგიონებში და უამრავი პრობლემა აქვთ.
თურმე არაშენებული სკოლები თქვენ არ გეხებათ, მაგრამ თუ რამე კეთდება, სულ თქვენი დამსახურება არის. კომპეტენტური ნამდვილად ხართ, პასუხისმგებლობის ასხლეტვის კომპეტენცია ნამდვილად გაქვთ – იგივე უტიფრობა, იგივე პათეტიკა, რაც ნაცმოძრაობას ახასიათებდა. არ შეცვლილხართ”, – უთხრა სოფიო ხორგუანმა გივი მიქანაძეს.
მანამდე კი პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა მიქანაძეს კონკრეტული სკოლები ჩამოუთვალა და ჰკითხა, რას აპირებს სამინისტრო აღნიშნულ სკოლებთან დაკავშირებით – “ვერც ერთ კითხვაზე ჩვენ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული პასუხები, ამიტომ ძალიან რთულაი, რომ დავაზუსტო – თბილისის 152-ე, 166-ე, 116-ე, 89-ე, 113-ე, მე-14 – ეს არასრული ჩამონათვალი შედის თუ არა თქვენს ჩამონათვალში?”
“რჩევა იქნება, რომ ვისთანაც კონსულტაცია გაიარეთ და თუ არ გაგივლიათ – სამომავლოდ გაიარეთ, რომ უკეთესად მოემზადოთ. პასუხები თქვენ მიირეთ, თუ რამე ვერ გაიგეთ, ეს ჩანაწერი ღიაა და შეგიძლია გადაახვიოთ და იქ მოუსმინოთ”, – უპასუხა ხვედელიანს მიქანაძეს.
