Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გრიგოლ ლილუაშვილის საქმე – პროკურატურის დასაკითხ პირთა სიაში ძებნილი კახა გვანცელაძეა

May 28, 2026
გრიგოლ ლილუაშვილის საქმე – პროკურატურის დასაკითხ პირთა სიაში ძებნილი კახა გვანცელაძეა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს – დღეს ბაგა-ბაღების ძარცვის ეპიზოდზე წესით ბოლო მოწმეები იკითხება.

ირკვევა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეში დასაკითხ პირთა სიაში არის თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორი, ამ საქმის ფარგლებში ბრალდებული და ამჟამად ძებნილი კახა გვანცელაძე.

როგორც დღეს, პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარეს აქვს იმედი, რომ კახა გვანცელაძე ოდესმე გამოძიებასთან თანამშრომლობას მოინდომებს.

“იცით, რომ კახაბერ გვანცელაძესაც ამავე მოცემულობის ფარგლებში ბრალი აქვს წარდგენილი. კახაბერ გვანცელაძე ოფიციალურად არის ძებნილი პირი, თუმცა ის შეყვანილ იქნა გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეში დასაკითხ პირთა სიაში იმ მოლოდინით და მოტივაციით, რომ ის ოდესმე გადაწყვეტს გამოძიებასთან თანამშრომლობას. მას ჰყავს მისი ინტერესებსი დამცველი ადვოკატი და თუ იქნება ამის მზაობა, ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს ადამიანი სასამართლოშიც დაიკითხოს. ზუსტად ამიტომ არის ის დასაკითხ პირთა სიაში მითითებული.

ეკონომიკის სამინისტროსთან მიმართებით არის ეპიზოდი, რომელიც ეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კონკრეტულ მეწარმეს ტენდერში გამარჯვებისთვსი და იმისთვის, რომ შემდეგ მას პრობლემები არ შექმნოდა მისი საქმიანობის კუთხით, მოთხოვნილ იქნა ქრთამის სახით თანხა და შესაბამისად ამ პირის მიერ მოხდა თანხის გადაცემა. ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც მათ შორის სასამართლოში დღე დაიკითხება მოწმე”, – აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.

ის, რომ აღნიშნულ საქმეზე შესაძლოა, ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორი მართლაც გამოიკითხოს, ამაზე ისაუბრა დღეს “პირველებთან” გრიგოლ ლილუაშვილის ინტერესების დამცველმა – თუმცა, რობერტ გრიგალაშვილი ამბობს, რომ ამას შესაბამისი იურიდიული პროცედურების გავლა დასჭირდება.

“ძირითადი მოწმეთა ბაზა, რომელიც უკავშირდებოდა ბაგა-ბაღების ეპიზოდს, თითქმის ამოწურულია, თუ არ ჩავთვლით მისი ყოფილი ხელმძღვანელის გამოკითხვას. გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის მისი პოზიცია უცნობია, რადგან ის ამ ეტაპამდე არ ყოფილა გამოკითხული. თეორიულად რადგან და ვინაიდან სასამართლომ დასაკითხ პირთა სიაში შეიყვანა ეს, შესაძლებელია მოხდეს მისი გამოკითხვა (ოღონდ ამას აქვს იურიდიული პროცედურები). ისეთი ფაქტი იყო, ეს ბატონ გრიგოლს რომ სცოდნოდა, კანონისშესაბამისის რეაგირება მოჰყვებოდა, დიახ ბაგა-ბაღებზე ვსაუბრობ. თანხობრივად, იმ საერთო დაფინანსებიდან ეს ყველაზე დაბალბიუჯეტიანი, თუმცაღა, იმ მასშტაბებით, რაზედაც ზოგადად საუბრობენ არსებულ დანაშაულზე (არ გამოვრიცხავ, რომ ესეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა) თუმცაღა, მასთან შემხებლობა არ უკავშირდება ბატონ ლილუაშვილს”, – რობერტ გრიგალაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
  • “ასეთი ფაქტები შეიძლება ყველგან მოხდეს…” – ნინო წილოსანი გორში მომხდარ ფაქტზე
  • მულტიფუნქციური გარემო ლისზე – ,,ქრონომეტრის’’ საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge