მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასი კვლავ ეცემა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 389 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.37%-იან კლებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 73.41 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.63%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, გრამი ოქროსა და ვერცხლის ღირებულებამ აქაც დაიკლო. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 391 ლარი ღირს, 750 სინჯის – 293 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 229 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.39 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.59 ლარი ღირს.
