Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აპირებდნენ, რომ წამალი ჩაედოთ მისთვის…” – რას ამბობს გორში პოლიციელების მიერ ნაცემი ერთ-ერთი პირის, ლაშა აბისონაშვილის დედა

May 28, 2026
“აპირებდნენ, რომ წამალი ჩაედოთ მისთვის…” – რას ამბობს გორში პოლიციელების მიერ ნაცემი ერთ-ერთი პირის, ლაშა აბისონაშვილის დედა

Ambebi.ge-სთან გორში პოლიციელების მიერ ნაცემი ერთ-ერთი პირის, ლაშა აბისონაშვილის დედა საუბრობს:

“პაპუნა მუშაობს საქართველოს ბანკში, ჩვენ, ოჯახს გვაქვს ავეჯის ბიზნესი და ჩემი შვილი იყო სამსახურში და აკეთებდა ავეჯის რესტავრაციას. პაპუნა აკითხავდა ხოლმე სამსახურში ლაშას… უწესიერესი ბიჭები არიან. პაპუნა ისეთი განათლებულია, ისეთი მოკრძალებული, ისეთი ღირსეული, რომ იქითაც მოკრძალებით რომ ელაპარაკები.
გუშინ სამსახურიდან გასული იყო პაპუნა შესვენებაზე ლაშასთან, ერთად მიირთვეს საჭმელი და ამის შემდეგ გამოვიდა პაპუნა გარეთ, აღმოჩნდა, რომ მის მანქანას მიუყენეს უკან მანქანა გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა. პაპუნას უთქვამს, გამატარეთო, რადგან ეჩქარებოდა სამსახურში, პოლიციელებს თურმე არ მოეწონათ მისი ეს ნათქვამი, რატომღაც შენიშვნად მიიღეს თუ რაღაც და მაგაზე აუშარდნენ, გადმოვიდნენ და დაუწყეს ცემა, მერე ჩემი შვილი გავიდა გასარკვევად რა ხდებოდა და ისიც სცემეს. როგორ გამეტებით ურტყამდნენ, ეს უმძიმესი ფაქტები მთელმა საქართველომ ნახა.
ერთი მოსახლე ცხოვრობს ჩვენი საწყობის თავზე, ის არის ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი, რომელიც იყო იმ დროს სახლში და ეძინა. ლადო ამბობს, რომ არაადამიანურმა ღმუილმა გამაღვიძაო, და რომ გავიხედე, ეს სიტუაცია იყოო, საბედნიეროდ მან შეძლო ამ უმძიმესი კადრების გადაღება და ამხილა მოძალადეები… არაადამიანურ გმინვას რომ გაიგებ მეორე სართულზე და თან გძინავს, წარმოიდგინეთ, როგორ ყვიროდა პაპუნა ამ წამების დროს.
იქ იყო ჩემი შვილის კიდევ ერთი მეგობარი, ამ სასტიკი დანაშაულის შემდეგ იმას მოაკითხეს სახლში, ეგონათ, რომ კადრები ჰქონდა მას გადაღებული და ტელეფონს სთხოვდნენ, მაშინვე გამოედევნონ მას და ამ ბიჭს უთქვამს, მე არაფერი არ მაქვსო გადაღებულიო. მერე მალევე უკვე ვირუსულად გავრცელდა ეს უმძიმესი კადრები და უკვე ატვირთული ჰქონია ლადოს…
პაპუნა უპატიოსნესი ბიჭია, ისეთი ბიჭი არ არის, რომ რამე წინააღმდეგობა გაეწია, როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის. არადა არანაირი შეხება წამალთან არ აქვს. მშრომელი, განათლებული ბიჭია. ყვიროდნენ თურმე შვიდ წლიან სისხლზე გაუშვიო. უწესიერესი, სამაგალითო, თითით საჩვენებელი ბიჭია, ესენი არიან კანონიერი ყაჩაღები, მეტი არაფერი…” – ამბობს ლაშა აბისონაშვილის დედა.

გუშინ, 27 მაისს, გორიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საღამოს კი პირი, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს, დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ლოცულაშვილმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ცოტა ხნის წინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდართან დაკავშირებით 6 პოლიციელი დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პოლიციის თანამშრომლებს პაპუნა ლოცულაშვილი სხვა პირში აერიათ” – მედია
  • ოქრო და ვერცხლი კიდევ გაიაფდა – რა ღირს გრამი
  • “უცებ ბრაზი მომერია, ერთი სიუჟეტი ან გადაცემა მითხარით იმედზე, სადაც რუსეთის სიკეთეებზე იყო საუბარი და ნეგატიურ კონტექსტში მოყვანილი უკრაინა” – ნინო ნადირაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge