Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს” – თამარ ონიანი

May 28, 2026
“პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს” – თამარ ონიანი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, გორში, პოლიციელების მხრიდან პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.

როგორც ონიანი აცხადებს, პოლიციელების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება არა უფლებამოსილების გადამეტების, არამედ, სახელმწიფო მოხელეების მიერ არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა მიმდინარეობდეს.

„პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია. ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია პასუხი. როცა წამებას წამებას არ არქმევ, როცა დამამცირებელ, ან არაადამიანურ მოპყრობას ასეთად არ აფასებ, საზოგადოებასაც არასწორ წარმოდგენას უყალიბებ, რომ თითქოს, ცემა და ძალადობა საპოლიციო მოქმედების თანმდევი ნორმაა, სადაც თუ თითქოს, საჭირო და აუცილებელ ძალას გადაამეტებენ, დაისჯებიან, როგორც უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავეები. [ეს წლებია პრობლემაა].

როდესაც წამებასა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს პროკურატურა არასწორი კვალიფიკაციით იძიებს [სსკ 333], პრობლემურია, მათ შორის, შემდეგი საკითხები: საქმეზე არსებული მტკიცებულებების რეალური სამართლებრივი შეფასება არ ხდება შესაბამისი სტანდარტებით; გამოძიების კვალიფიკაცია გავლენას ახდენს გამოძიების ფარგლებზე – ჩატარდეს, ან არ ჩატარდეს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები. დაზარალებული კარგავს უფლებას, რომ მისი ტანჯვა აღიარებული და გამოძიებული იყოს, როგორც წამება/არასათანადო მოპყრობა. როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცება, რომ სახელმწიფო მოხელეების მიერ არასათანადო მოპყრობაა ჩადენილი (ანუ ის აღწევს ასეთი ქმედების მინიმალურ ზღვარს), გამოძიება კონკრეტულად ამ კვალიფიკაციით უნდა დაიწყოს [სსკ 144 პრიმა, სეკუნდა და ტერცია მუხლები] და არა უფლებამოსილების გადამეტებით [სსკ 333] ან ნაკლებად სასტიკი მოპყრობის ზოგადი დებულებების ფარგლებში“, – აცხადებს ონიანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პოლიციელების დაკავება მოუწიათ, რადგან ძალადობის ფაქტი ვიდეოზე გადაიღეს – „ჩასვამენ“ და მერე ისე გამოუშვებენ, მომკითხავი არავინ იქნება” – ზურაბ ჯაფარიძე გორში მომხდარზე
  • “შემომივარდნენ, ისე მცემეს ტვინის შერყევიანი ერთი წელი ვიწექი…სულ ყველაფერი დამიმტვრიეს, სახლი გამინადგურეს” – 68 წლის ქალი მეზობლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
  • “ქართული ოცნების“ პირობებში აშშ-სთან ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო გადაიღონ – ამის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ” – ზურაბ ჯაფარიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge