Wednesday, May 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემი გაზრდილია”- რას ამბობს გორში, იმ მამაკაცის ოჯახის წევრი, რომელსაც სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ

May 27, 2026
“ჩემი გაზრდილია”-  რას ამბობს გორში, იმ მამაკაცის ოჯახის წევრი, რომელსაც სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ

“ჩემი გაზრდილია, არ გამიზრდია იმ სულისკვეთებით, რომ ვიღაცას რაღაც დაუშავოს” – ამის შესახებ “ქართლის ამბებთან” გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის მამიდამ – ლია ლოცულაშვილმა განაცხადა.

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუს“ მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.

ადვოკატის თქმთ, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

“ზეპირად მითხრეს, რომ გავათავისუფლეთ და ექსპერტიზაზე გადაგვყავსო. დოკუმენტებით არ მინახავს, ექსპერტიზის შემდეგ, გახდება დამატებით ცნობილი. ამ ეტაპზე, მითხრეს, რომ გაათავისუფლეს”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისთვის უცნობია, რის საფუძველზე მოხდა გათავისუფლება, თუმცა აღნიშნა, რომ ინფორმაცია მიაწოდეს, როგორც იზოლატორიდან, ასევე, სამართალდამცველებმა.

ცნობისთვის, გორში სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავთა ჯგუფმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადეს. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში
  • პროკურატურა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • რეგისტრაცია 28 მაისს დაიწყება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისთვის

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge