Wednesday, May 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქართველი მეცნიერი და მკვლევარი გარდაიცვალა

May 27, 2026
ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა ქალი

ქართველი მეცნიერი და მკვლევარი ქეთევან ბეზარაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების ცნობილი მკვლევარი, ქეთევან ბეზარაშვილი.

ქეთევან ბეზარაშვილმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამავე უნივერსიტეტში დაიწყო მისი აკადემიური კარიერა. 1984 წლიდან მუშაობდა კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. 2006 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო საქართველოს ბიზანტინისტთა და ოქსფორდის პატრისტიკულ ასოციაციათა წევრი.

1998 წლიდან მკვლევარი იყო ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ ინიციირებული გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა შემსწავლელი საერთაშორისო პროექტის სამეცნიერო გუნდის წევრი (https://nazianzos.fltr.ucl.ac.be). პროექტის ფარგლებში ქართველ და უცხოელ მეცნიერთა თანაავტორობით Corpus Christianorum, Series Graeca, Corpus Nazianzenum-ის ფარგლებში, S. Gregorii Nazianzeni Opera. Versio lberica-ის სერიაში გამოქვეყნდა გრიგოლ ნაზიანზელის ნაშრომთა ქართული თარგმანების შემცველი 8 ტომი.
ქეთევან ბეზარაშვილი 20-მდე წიგნისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მის არაერთ მნიშვნელოვან კვლევას შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია 2004 წელს გამოცემულ მონოგრაფიას „რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მამაკაცზე, რომელზეც პოლიციელებმა გორში იძალადეს
  • ქართველი მეცნიერი და მკვლევარი გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge