Wednesday, May 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“უსამართლობამ მიაკითხა სწორედ იმ ახალგაზრდას, რომელიც სისტემური დანაშაულის მსხვერპლი გახდა” – გიორგი ვაშაძე

May 27, 2026
ცნობილია, რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ გიორგი ვაშაძეს საბოტაჟის საქმეზე

“უსამართლობამ არ მიაკითხა მხოლოდ სინდისის პატიმრებს… უსამართლობამ მიაკითხა სწორედ იმ ახალგაზრდას, რომელიც სისტემური დანაშაულის მსხვერპლი გახდა” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა და გორში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში სისტემური დანაშაული მოქმედებს და ის, რაც დღეს გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ვიხილეთ, რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანიების წინ ხდებოდა.

საქართველოში მოქმედებს სისტემური დანაშაულებრივი სისტემა, რომელსაც ჰქვია პოლიცია, რომელსაც ვიღაცამ შეიძლება უწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ სინამდვილეში ეს არის წახალისებული დანაშაული.

ესეთი რამ შემთხვევით არ ხდება, ის, რომ ამდენი ადამიანი თანამონაწილეა ჯგუფური დანაშაულის, ეს ხომ არ არის ერთეული ინციდენტი. რაც მე დავთვალე ათზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა ამ ყველაფერში. კიდევ კარგი, რომ ვიღაცამ გადაიღო ეს კადრები. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ეს ახალგაზრდა კაცი შეიძლება ისე გაეშვათ ციხეში, რომ ვერც ვერავის გაეგო სინამდვილეში რა მოხდა. 

ყველაზე ცუდი ის არის, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ზუსტად ეს ყველაფერი რუსთაველზე ხდებოდა ჩვენს თვალწინ, ტელეეკრანების წინ, მაშინ, როდესაც საზოგადოება არ გაერთიანდა იმაზე, რომ მოეთხოვა პასუხი ამაზე ხელისუფლებისგან, იმ ადამიანებისგან ვინც ძალადობდნენ, იმიტომაც ვიღებთ დღეს ამ ყველაფერს. 

ამას არ იმსახურებს საქართველო, ამას არ ვიმსახურებთ ჩვენ. ჩვენ გვინდა სხვანაირი ქვეყანა, ვიმსახურებთ, რომ საქართველოს ჰყავდეს რეალურად ნამდვილი სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ხალხზე იზრუნებს, ხალხის მცველი იქნება. 

როგორ უნდა გქონდეს ამის იმედი, ხვალ რომ გადიხარ ქუჩაში ამის იმედი უნდა გქონდეს, რაც ახლა ჩვენ თვალწინ ვნახეთ და უფრო ცუდი, ისევ ის ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ან ჩვენ ამ ყველაფერს ვეგუებით, ან ჩვენ ამ ყველაფერს ვებრძვით. უსამართლობამ არ მიაკითხა მხოლოდ სინდისის პატიმრებს, რომლებიც ციხეში არია, არც იმ ადამიანებს, ვინც ტროტუარზე დგომის გამო ციხეში მოხვდნენ, ან 5 ათასი ლარით დააჯარიმეს, არც ჩვენ მეგობრებს, რომლებიც პოლიტპატიმრები არიან, ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ცნობისთვის, გორში სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავთა ჯგუფმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადეს. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო.

ამასთან, კაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მამაკაცზე, რომელზეც პოლიციელებმა გორში იძალადეს
  • ქართველი მეცნიერი და მკვლევარი გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge