Wednesday, May 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კადრები, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა – პოლიციელებმა მოქალაქეებზე ჯგუფურად იძალადეს

May 27, 2026
კადრები, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა – პოლიციელებმა მოქალაქეებზე ჯგუფურად იძალადეს

ახალგაზრდა კაცი, რომელსაც გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში პოლიციის თანამშრომლები სასტიკად უსწორდებიან, ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი, პაპუნა ლოცულაშვილია. 29 წლის კაცს კრიმინალური პოლიციის 30-მდე თანამშრომელი ჯერ ჯგუფურად სასტიკად უსწორდება, მიწაზე აგდებს და წიხლებს ურტყამს. ვიდეომასალაში ისმის გინების ხმებიც.

სასტიკი მოპყრობის პროცესში კაცი პოლიციას ეუბნება რომ “საქართველოს ბანკის” თანამშრომელია და ითხოვს ადვოკატს. ახალგაზრდა კაცი შეიარაღებული არ არის, მიწაზე გდია და ორივე ხელი გაკავებული აქვს.

პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ჯგუფური თავდასხმა ამით არ სრულდება. მეგობარი, რომელიც პაპუნა ლოცულაშვილის ხმას შემთხვევით იგებს მის დასახმარებლად მიდის და სამართალდამცველების  შეკავებას ცდილობს, თავადაც სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ხდება. ლაშა აბისონაშვილს ჯერ წიხლებს ურტყამენ, შემდეგ კი ტერიტორიიდან თრევით გაჰყავთ.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს სერგი ბზიშვილიც – შიდა ქართლის პოლიციის ახლდ დანიშნული შეფი. ბზიშვილის სახელი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევასა და აქტივისტების დაჯარიმებას უკავშირდრბა. უწყებამ ის თებერვალში დააწინაურა და გორის სამხარეო პოლიცია ჩააბარა. პოლიციელების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მოქალაქე ლაშა აბისონაშვილი ამბობს, რომ ცემაში ყველა პოლიციელი მონაწილეობდა.

ნაცემი კაცის მეგობარი ამბობს რომ პაპუნა ლოცულაშვილი სამსახურიდან შესვენებაზე იყო გამოსული, გზაზე გადადიოდა რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სავარაუდოდ საავარიო ვითარება შეუქმნა. ბანკის თანამშრომლის შენიშვნაზე გაღიზიანებულმა პოლიციელებმა ის მანქანაში ჩასვეს, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაიყვანეს და ჯგუფურად სცემეს.

ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ ადვოკატები ამბობენ, რომ სხვა ბევრი მსგავსი შემთხვევა არსებობს, თუმცა სასამართლო ენდობა პოლიციას და არა მოქალაქეს, ამ მავნე პრაქტიკის გამო კი არა ერთი მოძალადე დაუსჯელი რჩება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უსამართლობამ მიაკითხა სწორედ იმ ახალგაზრდას, რომელიც სისტემური დანაშაულის მსხვერპლი გახდა” – გიორგი ვაშაძე
  • „არავითარ შემთხვევაში“ – რას აცხადებს ტრამპი ირანთან დაკავშირებით
  • ქართველი მეცნიერი და მკვლევარი ქეთევან ბეზარაშვილი გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge