Wednesday, May 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უმძიმესი სანახავია გორში საპოლიციო ძალადობის ამსახველი კადრები, ასე ხდება, როდესაც პოლიციელების მხრიდან ადამიანების წამებისა და ცემის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ ფასადურია” – საია-ს თავმჯდომარე

May 27, 2026
“უმძიმესი სანახავია გორში საპოლიციო ძალადობის ამსახველი კადრები, ასე ხდება, როდესაც პოლიციელების მხრიდან ადამიანების წამებისა და ცემის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ ფასადურია” – საია-ს თავმჯდომარე

უმძიმესი სანახავია გორში საპოლიციო ძალადობის ამსახველი კადრები. ასე ხდება მაშინ, როდესაც პოლიციელების მხრიდან ადამიანების წამებისა და ცემის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ ფასადურია , – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გორში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

თამარ ონიანის განცხადებით, დაუსჯელობას ყოველთვის აქვს ჯაჭვური რეაქცია და, სწორედ ამიტომ, შემთხვევითი ვეღარ იქნება, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ფაქტები.

„საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, საკითხს ცოტა უფრო სიღრმისეულად შევხედოთ. იმის გამო, რომ წლების განმავლობაში სისტემური პრობლემა სწორედ საპოლიციო ძალადობაზე პროკურატურის მხრიდან ფიქციური გამოძიებები იყო, არსებობდა მკაფიო მოწოდება, შექმნილიყო ცალკე, სპეციალიზებული საგამოძიებო სამსახური. ეს მოხდა 20-ზე მეტი საქმის წარმოების შედეგად სტრასბურგის სასამართლოში (იხილეთ ცინცაბაძის ჯგუფის გადაწყვეტილებები).

2025 წელს, როდესაც ეს სამსახური გაუქმდა, რა ინდიკატორი არსებობდა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი საჭიროება აღარ არსებობდა?!

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უპირველესი ფუნქცია არსშივე სწორედ საპოლიციო ძალადობასთან ბრძოლა იყო. მისი გაუქმებით დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გაძლიერდა.

ამიტომაც, როდესაც ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში მსგავს საქმეებს ვაწარმოებთ, ამ ინსტიტუციურ გაუარესებაზეც ვდავობთ”, – წერს თამარ ონიანი.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება” – კობახიძე
  • ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
  • “პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური ტრავმა” – მეუფე ზენონი გორში პოლიციელების ძალადობაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge