გორში, კომბინატის დასახლებაში ამ წუთებში სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება ერთ-ერთ პოლიციელს დასჭირდა.
ცოტა ხნის წინ გორიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს.
