Wednesday, May 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს

May 27, 2026
გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს

ფაქტები არის ის, რომ ათწლეულების განმავლობაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა იყო საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი და მოწინავე მხარდამჭერი- ყველაფერი სხვა დეზინფორმაციაა, – ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ საპასუხო წერილში გერმანიის საელჩო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „გერმანიის ელჩს თავად არ ექნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი, რადგან ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე“.

„რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რეკომენდაციას ვუწევთ ფაქტების გადამოწმებას,“- აღნიშნულია წერილში.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, გერმანიის საელჩოს არ დაუზუსტებია, ესწრებოდა თუ არა გერმანიის ელჩი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნით ღონისძიებას და თუ არ ესწრებოდა, რამ განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

ამასთან, საელჩოს წერილში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ გერმანიის მიზანია საქართველოსთან განაგრძოს მეგობრული თანამშრომლობა.

„გერმანიის საელჩო არ მონაწილეობს საქართველოს ყველა საშინაო დისკუსიაში. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რეკომენდაციას ვუწევთ ფაქტების გადამოწმებას. ფაქტები კი არის ის, რომ ათწლეულების განმავლობაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა იყო საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი და მოწინავე მხარდამჭერი.

ეს მარტივად შეიძლება იქნას გადამოწმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ან საქართველოს თავდაცვის მინისტრთან.

გერმანია მიზნად ისახავს განაგრძოს ეს მეგობრული თანამშრომლობა.

ყველაფერი სხვა დეზინფორმაციაა!“- ნათქვამია გერმანიის საელჩოს წერილში.

არსებული ინფორმაციით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ერ ესწრებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადსებით, მოსაწვევი ყველას გაეგზავნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გუშინ ხალხის რაოდენობა იყო იმაზე მეტი, ვიდრე მე მოველოდი – პროტესტის პარალელურად, ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას უფრო ინტენსიურად გავაგრძელებთ” – გიორგი ვაშაძე
  • პროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  • ნიკოლ ფაშინიანი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge