FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაუწყებლობის უფლება საქართველოში Setanta Sports-მა მოიპოვა. კომპანიის განცხადებით, ტურნირის ყველა მატჩის რეპორტაჟს მაყურებელს სატელევიზიო არხებსა და „სტრიმინგ“ პლატფორმა setantasports.com-ზე შესთავაზებენ
„OTT პლატფორმაზე ტურნირის ყველა თამაში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ამისთვის მომხმარებლებს მხოლოდ მარტივი რეგისტრაცია დასჭირდებათ. setantasports.com-ზე მატჩების უფასო ტრანსლირების შესახებ გადაწყვეტილება განპირობებულია კომპანიის სურვილით, გაზარდოს წვდომა მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე და კიდევ უფრო დაუახლოვოს ის გულშემატკივრებს მთელი საქართველოს მასშტაბით“, — აცხადებს Setanta Sports.
ასევე კომპანიის ცნობით, საფეხბურთო მატჩების ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზეც“.
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს აიღებს სტარტს, გახსნითი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ტურნირი 19 ივლისამდე გაგრძელდება
