სახლი, რენე შმერლინგის მეორე ჩიხში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა ბიზნესმენ ვახტანგ კაჭარავას ეკუთვნის. სუსის გამომძიებლებმა აქ საგამოძიებო მოქმედებები სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის დაკავების შემდეგ ჩაატარეს.
“პირველების” ინფორმაციით, ბიზნესმენი ვახტანგ კაჭარავამ ლევან ახობაძის ცოლის ძმაა. უცნობია სახლის ბიზმესმენის სახელზე, ქრთამის აღების ბრალდბით დაკავებულ ჩინოვნიკს, ფიქტიურად სხვის სახელზე ჰქონდა გადაფორმებული, თუ ის ცოლის ძმის სახლში ცხოვრობდა.
ვახტანგ კაჭარავა “თეგეტა ჰოლდინგის” ყოფილი დირექტორია, ის ამჟამად სამშენებლო და სარემონტო მასალების ბიზნესს ფლობს.
ცნობისთვის დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფატზე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ახობაძემ კერძო მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს 250 000 ლარი გადასცა.
ასევე დადგენილია, რომ ქრთამი ლილუაშვილის მაოდგილეს პირდაპირ სუს-ში, სამუშაო კაბინეტში მიუტანეს.
