“მთავარის” ინფორმაციით, თბილისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას 4 ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
“მთავარს” შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
