Friday, May 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პირს, ვინც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა

May 22, 2026
პირს, ვინც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა

პირს, რომელიც 20 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, მას ბრალდება წარუდგინეს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მაისს ბრალდებული, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, მანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. ავტომობილის დაზიანების შემდგომ, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ბრალდებულის ქმედების შედეგად, დაზარალებულებს 9 350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ისინი სასამართლოზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 46 მოქალაქე დააკავეს
  • “ერთადერთი, რაც შეიძლება ვიხილოთ, თავისი თავით დაკავდებიან ეს ადამიანები, მეტი მოლოდინი არავის აქვს” – შალვა პაპუაშვილი 26 მაისის აქციაზე
  • ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის შემოვლით გზაზე – რა ვითარებაა ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge