დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის საქველმოქმედო ონლაინ მარათონში სტუდენტებმა 2 დღეზე ნაკლებში 100 ათასი ლარი შეაგროვეს — თანხა მოძრაობა „დაიცავი ილიაუნმა“ შეაგროვა.
„100 000 ლარი შეგროვდა სულ რაღაც 39 საათში.
როგორც მოგეხსენებათ, „დაიცავი ილიაუნი” აგროვებდა თანხას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის (სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და ა.შ) უღრმესი მადლობა ყველას ჩართულობასა და აქტიურობისთვის. რადგან ასე მალე აგროვდა ეს ოდენობა, ლაივი გაგრძელდება მანამდე, სანამ თქვენ განაგრძობთ ჩარიცხვას. ძალა ერთობაშია“ — ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
