გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ჟურნალისტ გურამ როგავასთან ინტერვიუს ანონსში მასზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების შესახებ საუბრობს:
“შენი კონკრეტული ფაქტი რომ მოხდა, თავდამსხმელის ვინაობა იცოდა ხარაზიშვილმა, [შს] მინისტრის ყველა მოადგილემ… სამართლებრივად რომ ჰქონოდათ სურვილი, მაქსიმუმ ერთ კვირაში გამოიძიებდნენ ამ საქმეს. ეს ადამიანები [სპეცრაზმელები] შენთან მაგრები არიან, როცა ნიღბები უკეთიათ, როცა ნიღაბი არ უკეთიათ, არიან ჩვეულებრივი ვირთხები… მე მგონია ეს [სპეცრაზმელების დაკავება] ხარებას გვერდის ავლით გაკეთდა, ხარება იმიტომ იყო გაღიზიანებული რომ შეიძლება ვიღაცამ ხელი მისკენ გაიშვიროს ან მისი რომელიმე მოადგილისკენ, ან სამმართველოს უფროსისკენ… შემთხვევით და უნებლიედ არავის არაფერი გაუკეთებიათ, მათ შორის, შენთან მიმართებით… […] 150 000-დან 300 0000 დოლარამდეა ქეშის სახით და შესთავაზეს უახლოეს პერიოდში ციხიდან გათავისუფლება… შენზე [როგავაზე] რეალური თავდამსხმელი იყო იმ ქვედანაყოფის წარმომადგენელი, რომელიც ასოცირდებოდა ხარაზიშვილთან, ის მის თანამშრომლებს მფარველობს დღემდე… გადანაწილებულები არიან სხვადასხვა ბიზნესმენების პირად დაცვებში კრიმინალური სინდიკატების პირად დაცვებში, ქოლ-ცენტრების დაცვებში ძალიან დიდი ანაზღაურებით, პრივლეგიებით. შეარჩუნებული აქვთ ე.წ ნარუშილოვკები…” – ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი.
