რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას, ქრისტიან მოლოკანთა თემს და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანებას ამაღლებას ულოცავს.
„საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესია, ქრისტიან მოლოკანთა თემი, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანება და სახარების რწმენის ეკლესია ამაღლებას ზეიმობენ. დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს მოწაფეებთან უფლის გამოცხადებასა და შემდგომ მის ზეცად ამაღლებას უკავშირდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლებას გილოცავთ“,- აღნიშნულია მილოცვაში.
