“შეურაცხმყოფელი და აგრესიული კომუნიკაციების” მონიტორინგის სამმართველოს ამოქმედება შსს-ში 1 ივნისიდან იგეგმება – ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სამმართველო უნდა ფუნქციონირებდეს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ.
მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი იქნება.
