Wednesday, May 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში – დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

May 20, 2026
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში – დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

პანკისის ხეობაში დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ – “ისალმური სახელმწიფოს” წევრობის, იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვაში ბრალდებულ პირებს ბრალის დადგენილება ცოტახნის წინ ე.წ. მოდულის იზოლატორში გააცნეს. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

ბრალის წარდგენას სავალდებულო წესით დანიშნული მხოლოდ ერთი ადვოკატი დაესწრო. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

პირი, რომელიც ტერორზმის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს, ასევე ამტკიცებს, რომ არც სირიაშია ნამყოფი.

სამი დაკავებულიდან მხოლოდ ერთს ედავებიან უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვას, ხოლო ორს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტებს.

“გაეცნო ბრალის დადგენილება. ედავებიან, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლი და ასევე 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშუალებრივი ქმედება. ეს არის ტერორიზმი და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა. იყენებს დუმილის უფლებას, ანუ არ აღიარებს. დაკავება მოხდა სახლში დიახ, პანკისის ხეობაში. არ ჰქონია შეხება სამართალდამცავ ორგანოებთან, არც დღეის მდგომარეობით არ არის გამოკითხული ის. ისლამურ სახელმწიფოსთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია. ბრალდებული სირიაში ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს. ერთ ხეობაში ცხოვრობდნენ დაკავებულები, შესაბამისად ნაცნობობა ჰქონდათ, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავს, აღნიშნულ საქმესთან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონია”, – განაცადა ადვოკატმა.

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით საქართველოს სამი მოქალაქე გუშინწინ ღამით დააკავეს. სპეცოპერაცია პანკისის სოფლებში – ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარდა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

იხილეთ ვრცლად…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტრომ ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა
  • ბაქო-თბილისის მატარებლით მგზავრობის ტარიფები ცნობილია
  • რას ჰყვებიან თვითმხილველები საპატრიარქოს ეზოში მომხდართან დაკავშირებით?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge