Wednesday, May 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კლინიკაში გარდაცვლილი ფეხბურთელი საქმე – ადვოკატები შიმშილობას აანონსებენ

May 20, 2026
კლინიკაში გარდაცვლილი ფეხბურთელი საქმე – ადვოკატები შიმშილობას აანონსებენ

ფეხბურთელ ვახო ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ადვოკატები პროკურატურას მკაცრ მოთხოვნას უყენებენ და საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ. უფლებადამცველების განცხადებით, თუ საგამოძიებო უწყება საქმეს სათანადოდ არ გამოიძიებს და პასუხისმგებელი პირების საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, ისინი შიმშილობას დაიწყებენ. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

ადვოკატების მიერ გაჟღერებული ულტიმატუმის მიხედვით, პროკურატურას 5 ივნისამდე აქვს ვადა. მათი თქმით, გამოძიება წლების განმავლობაში არასრულყოფილად მიმდინარეობს და ყველა შესაძლო პასუხისმგებელი პირი დასჯილი არ არის.

“ადვოკატებმა და ადვოკატთა კორპუსის ნაწილმა მივირეთ გადაწყვეტილება, 5 ივნისს 12 საათზე გენერალურ პროკურატურასტან, თუკი არ იქნება გონუვრულ ვადაში გადაწყვეტილება მიღებული, იმიტომ, რომ სასაუბრო ძალიან ბევრია და ფორმატიც, მოგეხსენებათ, ამას ვერ დაიტევს, აქედან გამომდინარე, ვიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას და ადვოკატთა კორპუსი დავდგებით საშიმშილოდ”, – ამბობს გაიოზ ჩარკვიანი.

“ივანიშვილის რეჟიმის დროს დაკანონდა, რომ ავადმყოფ ბავშვს შეიძლება, სამი კვირის განმავლლბაში გაუკეთო 1050 ამპულა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 570 ფენტანილი, ადამიანი გარდაიცვალოს და არავინ დაჯდეს საბრალდებო სკამზე. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სავიზიტო ბარათი ყველა ადამიანთან მიმართებაში, რომ დაინერგა მკურნალობის ახალი მეთოდი. აქედან გამომდინარე, ეს უბედურება რომ მთელ საქართველოს არ მოედოს, ჩვენ ვდგავართ გაიოზ ჩარკვიანის გვერდით. 5 ივნისს ადვოკატთა კორპუსმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რამდენიმე ადამიანმა, ყოველ დღე ერთი ადამიანი იშიმშილებს, თუ არ ჩატარდება ეფექტური გამოძიება, რაც დადგენილია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით მე-6 და მე-13 მუხლებით”, – ამბობს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.

20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი კოვიდ-19-ზე მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა და 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. გამოძიება იმავე წლის 15 ოქტომბერს დაზარალებულის ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პასუხისგებაში ექთანი თეა ბეგიაშვილია მიცემული, მას მსჯავრი დოკუმენტების გაყალბებისთვის დაედო და წელიწადნახევრიან საპატიმრო სასჯელს იხდის, გირაო აქვს შეფარდებული თერაპიული განყოფილების ყოფილ უფროსს, ქეთევან ცერცვაძეს, მას ბრალად ედება გულგრილობა, თუმცა დაგეგმილი ამნისტია ეხება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო? არაფერი მაქვს ასაღიარებელი, საჯარო განცხადებები იყო ჩემი და არაფერია იმის იქით” – ლევან ხაბეიშვილი
  • ცნობილია ბაქო-თბილისის მატარებლის მოძრაობის გრაფიკი – ნახეთ დეტალები
  • პარტია „საქართველოსთვის“ განათლების მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge