კახეთში ბოლო ზარის აღნიშვნისას მომხდარი ავარიისას დაშავებულთა შორის მოსწავლეების მშობლებიც არიან – ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა – მაშინ, როდესაც სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარის შემდეგ თელავის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. გამოცემა წერს, რომ ამ დროს მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
ფოტო: ambebi.ge
