Tuesday, May 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

May 19, 2026
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარე “ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს გასული წლის 16 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავება.

ნანუკა ჟორჟოლიანმა პროცესის დაწყებამდე “ტვ პირველთან” განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს მოსამართლემ რამდენიმე დღით იზოლატორში გაუშვას.

ამასთან, ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ჯარიმის თანხის გადახდას, ურჩევნია ამ თანხით პატიმრებს, ან სტუდენტებს დაეხმაროს.

“ერთი წლის განმავლობაშო ვეღარ ნახეს და ერთი წლის წინანდელი ამომიღეს და თან არ დაგვავიწყდეს, რომ ახალი მიღებული იყო კანონი და ტროტუარი რა იყო მათმა მოდელმა, მაშინდელმა პატრულის უფროსმაც არ იცოდა. რაღაცას შვრებიან, ოღონდ რას ვერ ვიგებ.

ყველას თავის ბრძოლა აქვს, მე ჩემი და ყველა ერთ ბრძოლაში ვართ, მაგრამ მე მიმაჩნია არარაციონალურად, ახლა ტროტუარზე დგომისთვის ხელისუფლებას მე ვერაფერს ვაკლებ, რომ ან 5 000 ლარი ვუხადო, ან თუნდაც 2 დღე წავიდე [იზოლატორში]. გავიგე წავალ გამოვიძინებ, ნული პრობლემა მაქვს. რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ [დაკავება]. ნებისმიერ შემთხვევაში მირჩევნია პატიმრისთვის, ან სტუდენტებისთვის ამის გადახდა, ვიდრე ბიუჯეტში, სადაც მომაკვდავი ბავშვებისთვის თანხა არ გამოიძებნება,” – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

ტელეწამყვანმა პროცესზე მოსამართლე დავით მაკარიძესაც მიმართა და აუხსნა, რომ იმ დღეს, როდესაც ტროტუარზე დგომას ედავებიან, არ იყო დადგენილი რა ტერიტორიაზე დგომა ითვლებოდა კანონდარღვევად.

“სად უნდა ვმდგარიყავით, სად არ უნდა ვმდგარიყავით და როდესაც თქვენი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მოვიდა და ჩვენ გვეუბნებოდა სად უნდა დავმდგარიყავით… და მან მითხრა, რომ დადგინდებოდა უახლოეს დღეებში ტერიტორია, სადაც დგომა ჩაითვლებოდა კანონდარღვევად და ჩვენთვის გახდებოდა ცნობილი. მართლაც ესე მოხდა, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ წინა პერიმეტრი ითვლებოდა კანონდარღვევად და ვერცერთი კადრი ამ სამყაროში ვერ იარსებობს, რო მე იქ ვდგავარ. ამიტომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვამბობს, რომ მე კანონი არ დამირღვევია და რომ ეს არ იყო ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი… ეს არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა გულწრფელად ვერ ვიგებ აქ რატომ ვზივარ,” – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა პროცესზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება” – იუსტიციის სამინისტრო
  • “სოფელ ჩალაუბნის მიმდებარედ, ფერმაში ძაღლმა, რომელსაც ცოფის ვირუსი ჰქონდა, დაკბინა 5 ძაღლი, ერთი ცხვარი და ერთი სული მსხვილფეხა საქონელი – ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა” – სურსათის სააგენტო
  • ფერმაში ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge