Tuesday, May 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ომბუდსმენი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, არ შეზღუდონ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები

May 19, 2026
ომბუდსმენი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, არ შეზღუდონ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, 2025 წელს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს პრობლემურად აფასებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ნორმები ბუნდოვანია, მათი სადავო ნორმატიული შინაარსი ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“.

„საქართველოს სახალხო დამცველის მიერ პრობლემურად იქნა შეფასებული 2025 წლის განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა.

2026 წლის 20 იანვარს სახალხო დამცველმა შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესთან დაკავშირებული აკრძალვები და პასუხისმგებლობის ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სარჩელით, სხვა შინაარსობრივ აკრძალვებთან და პასუხისმგებლობის ზომებთან ერთად, სადავოდ არის გამხდარი ტროტუარზე დგომასთან დაკავშირებული ის ნორმები, რომლებიც შეკრების მონაწილეებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნას და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას უკრძალავს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია, მათი სადავო ნორმატიული შინაარსი ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნური გადაკეტვის ამკრძალავ საკანონმდებლო დათქმას, სახალხო დამცველი საჯარო განცხადებითაც გამოეხმაურა. სახალხო დამცველის შეფასებით, არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას, მით უფრო, როდესაც ამ ფორმით უფლებით სარგებლობა, როგორც წესი, დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველმა, ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო შეკრების მონაწილეთა სამართალდამრღვევად ცნობის საქმეებთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრებით (Amicus Curiae) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და რელევანტური უფლებრივი სტანდარტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სახალხო დამცველი აკვირდება შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, არ შეზღუდონ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან იოსელიანის განცხადებას, სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რომან აბრამიშვილმა “ქართულ ოცნებას“ 416 ათასი ლარი შესწირა – მისმა კომპანიებმა 58.2 მლნ-იანი ტენდერები მოიგეს – TI
  • პატრიარქს მიხეილ ყაველაშვილთან პროევროპულ აქციებზე დაკავებულების შეწყალების თემაზე არ უსაუბრია
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge