5 იანვარს რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
გარდაცვლილი მსახიობის მეუღლემ, ნინო ბერიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
“მარიტას პირველი სპექტაკლი სცენაზე, ახლა ნიკა რომ იყოს თავისებურათ სიხარულით და იუმორით დაწერდა ამ ამბავს, მაგრამ ზუსტად ვიცი სცენაზე როცა დაინახავდა ჩვენს გოგოს გული აუჩუყდებოდა და ბევრს იტირებდა როგორც მისი დაბადების დროს”