Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ დღეს ჩვენებას 6 მოწმე მისცემს

May 19, 2026
გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ დღეს ჩვენებას 6 მოწმე მისცემს

სუს-ის ყოფილი შეფი განსასჯელის სკამზე ზის – გრიგოლ ლილუაშილის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.

მის წინააღმეგ ჩვენების მისაცემად დღეს პროკურატურის ექვსი მოწმე ემზადება, მაგრამ ვინ საიდუმლოა, რადგან სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროკურორის განცხადებით, დღევანდელი მოწმეები ბაგა-ბაღებიდან მოპარული თანხების ეპიზოდზე დაიკითება. 6 მოწმიდან ერთ-ერთი ამავე ეპიზოდის ცალკე გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულია.

როგორც სახელმწიფო მბრალდებელმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში არაერთი პირდაპირი მტკიცებულებაა, რაც გრიგოლ ლილუაშვილისთვის წარდგენილ ბრალს ადასტურებს.

“მოწმეები ისაუბრებენ, თუ როგორ ხდებოდა კორუფციული სქემა, რას მოიცავდა, როგორ ნაწილდებოდა აღნიშნული თანხები. ბუნებრივია, გარკვეულწილად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალდების არსი. თოთოეული მოწმე, რომელიც სასამართლოში დაიკითხება, ბუნებრივია შემხებლობაშია გრიგოლ ლილუაშვილთან.

რადგან საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, წარდგენილი აქვს ლილუაშვილს ბრალდება, ბუნებრვიია საქმეში მოიპოვება მათ შორის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები.

დღეს ერთ-ერთი ბრალდებულიც დაიკითხება. გამოყოფილ საქმეში ის გახლავთ ბრალდებული.

თუ კონკრეტულად როგორ ხდებოდა ბაგა-ბაღების სააგენტოში, კორუფციული სქემა რას მოიცავდა, მეწარმ-სუბიექტებთან შეთანხმება, შეთანხმებსი შედეგად ვისთან როგორ ნაწილდებოდა აღნიშნული თანხები, ამ ინფრომაციასთან დაკავშირებით იკითხებიან ეს მოწმეები”, – აცხადებს პროკურორი.

ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს
  • 8 დღე ნანგრევებში გაატარა – ვენესუელაში დაცვის თანამშრომელი გადაარჩინეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge