Tuesday, May 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ხინკლის სახლს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდასტურდა

May 19, 2026
“ხინკლის სახლს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდასტურდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გულიანი-ს, რომელიც რესტორან „ხინკლის სახლს“ ოპერირებს, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდასტურა.

საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საცნობარო კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა, რადგან მენიუში მითითებულ ფასებს დამატებით მომსახურების 15% ემატებოდა.

კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, როდესაც მოვაჭრე მომსახურების გადასახადს მხოლოდ პროცენტული მაჩვენებლით უთითებს და მომხმარებელს საბოლოო ფასის დამოუკიდებლად გამოთვლა უწევს, ეს უსამართლო კომერციულ საქმიანობად მიიჩნევა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მომხმარებელს არ უნდა უწევდეს დამატებითი ქმედების განხორციელება მათ შორის, საბოლოო ფასის კალკულაცია იმისთვის, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია მიიღოს.

მიღებული გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას დაევალა, ერთი თვის ვადაში კვების მენიუში ცვლილებები შეიტანოს და მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. სააგენტოს მოთხოვნით, ფასში ასახული უნდა იყოს დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების საფასური.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ხოლო 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ დღეს ჩვენებას 6 მოწმე მისცემს
  • ირაკლი კობახიძე EU-ს სტრუქტურებთან თანამშრომლობის შეწყვეტას კვლავ ბრიუსელს აბრალებს
  • ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge