ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის განცხადებას ავრცელებს:
“Aegidium – პირველი ქართული მულტიფუნქციური,კულტურული სივრცე ბრიუსელში
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში საქართველოს მუდმივმოქმედი საზოგადოებრივ-კულტურული სივრცე გაიხსნება.
ქალაქ ბრიუსელის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – Aegidium (“აეგიდიუმი”), წარსულში Diamant Palace – “ხაზარაძეების ფონდის” (ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის) საკუთრებაში გადავიდა, რათა მას დაუბრუნდეს მისი ტრადიციული, კულტურული ცენტრის დანიშნულება და შეიძინოს ახალი ისტორიული ფუნქცია – იქცეს ქართველ და ევროპელ ხალხთა შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ისტორიული კავშირის სივრცედ. შენობის, როგორც ბრიუსელის მნიშვნელოვანი ისტორიული არქიტექტურული ძეგლის რეკონსტრუქციის პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება. პირვანდელი სახით აღდგება და მოეწყობა საზოგადოებრივ-კულტურული ღონისძიებებისა და მაღალი რანგის შეხვედრების ორგანიზებისთვის განკუთვნილი სივრცეები. პროექტის მიზანია, შეიქმნას “საქართველოს სახლი ევროპაში” – ცენტრი, რომელიც მოემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების შექმნას და ქართული დიასპორის ინტერესებს.
პროექტი ეფუძნება რწმენას, რომ კულტურა, ისტორიული მეხსიერება და ხალხებს შორისურთიერთობა ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრედროებითი პოლიტიკური გამოწვევები. “აეგიდიუმი” იქნება საქართველოს ევროპული ისტორიისგაგრძელება და ქართველი ხალხის ევროპულიარჩევანის ცოცხალი სიმბოლო ევროპის პოლიტიკურ ცენტრში.
ბრიუსელში, სენ-ჟილის უბნის ცენტრში მდებარეუნიკალური არქიტექტურული კომპლექსი, გარდაიქმნება ევროპაში საქართველოს მუდმივწარმომადგენლობად, რომელიც საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად კულტურული, საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ცენტრი უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებებს, შეხვედრებსა და ფორუმებს. მისი მთავარი ამოცანა საქართველოს ევროპული იდენტობის გამოკვეთადა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ხმის დაბრუნებაა.
პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვსდღეს, როდესაც საქართველოს ევროპულიმომავალი სერიოზული პოლიტიკური გამოწვევებისწინაშე დგას. “აეგიდიუმის” ახალი სიცოცხლე არისგზავნილი, რომ საქართველო ევროპულიცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია – ისტორიულად, კულტურულად და ღირებულებებით.
მამუკა ხაზარაძე: “აეგიდიუმი” იქცევა სივრცედ, რომელიც მჭიდოდ დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან – მის ისტორიულ ოჯახთან. აქ თავს მოიყრის საქართველო, მთელი თავისი მემკვიდრეობით, ეროვნული ტრადიციებით, ისტორიით, კულტურითა და პოლიფონიური მრავალფეროვნებით. “აეგიდიუმი” იქნება ყოველივე ქართულის და ყველა ქართველის შეხვედრის ადგილი ევროპის გულში”
სიმბოლურია, რომ ამ შენობას უკავშირდებაცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის სახელი, რომელიცXX საუკუნის დასაწყისში ბრიუსელში სწორედ ამ სივრცეში აწყობდა ქართული კულტურისსაღამოებს, როგორც სამშობლოს კეთილი ნების ელჩი ევროპაში. ბარბარე ყიფიანი საქართველოს კულტურული ღირებულებების ერთ-ერთი პირველიგამავრცელებელი იყო, რომელსაც სჯეროდა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ იგივე სივრცეში ქართული კულტურის ახალი კერის გახსნა საქართველოს ევროპული იდენტობის უწყვეტ ტრადიციას გააგრძელებს. საქართველო კვლავდაიბრუნებს საკუთარ ევროპულ ხმას. “აეგიდიუმი” გახდება კულტურული ხიდი თბილისსა დაბრიუსელს შორის, “ქართული სახლი ევროპაში” – ადგილი, სადაც ევროპა კიდევ ერთხელ გაიცნობსსაქართველოს, როგორც ღვინისა და ხორბლისსამშობლოს, როგორც უძველეს ევროპულ, ქრისტიანულ ერს, საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელმაც უნდა მოიპოვოს მისი ღირსეული ადგილი, როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა.
ერთი საუკუნის წინ, საბჭოთა ოკუპაციამ დროებით შეაჩერა ჩვენი ქვეყნის ევროპულ სივრცეში დაბრუნების პროცესი. ეს ისტორიული უსამრთლობა აღარ განმეორდება, საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს პროექტი სწორედ ამ ეროვნული ამოცანის განხორციელებას შეუწყობს ხელს” – წერს ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიუსელის ისტორიული შენობა Aegidium მამუკა ხაზარაძემ შეიძინა.
