სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 7.0 პროცენტით შემცირდა და 801.0 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 376.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.1 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 152.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 0.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5 პროცენტით შემცირდა და 8.5 მილიონი ფრთა შეადგინა.
ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში რძის წარმოებამ 107.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.2 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 18.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 179.1 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტია.
