Tuesday, May 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მამუკა ხაზარაძემ ბრიუსელში ისტორიული შენობა შეიძინა

May 19, 2026
მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

ბრიუსელის ისტორიული შენობა Aegidium, რომელიც სენ-ჟილის რაიონში მდებარეობს, ქართულმა ოჯახმა შეიძინა – ინფორმაციას ბელგიური გამოცემები Bruxselles Today და La DH ავრცელებენ.

“ხაზარაძეების ოჯახს, რომელიც აქტიურად არის ჩართული კულტურულ და მემკვიდრეობის პროექტებში საქართველოსა და ევროპაში, სურს ახალი სიცოცხლე შთაბეროს ბრიუსელის ამ ისტორიულ კომპლექსს და გეგმავს შენობა ეტაპობრივად გახსნას ბრიუსელის საზოგადოებისთვის:

“Aegidium-ი არის ისტორიითა და ემოციებით აღსავსე ადგილი. ჩვენი სურვილია აღვადგინოთ ის ისე, რომ შევუნარჩუნოთ თავისი ავთენტური სული“, — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

Aegidium რომელიც 1906 წელს აშენდა და წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, ახლახან ქართულმა ოჯახმა შეიძინა, რომელიც ამ სივრცის კულტურულ გამოცოცხლებას გვპირდება.

2018 წელს, ბრიუსელურმა სტარტაპმა Cohabs-მა შეიძინა ეს შენობა იმ ამბიციით, რომ იქ თეატრი მოეწყო. ამის შემდეგ განიხილებოდა კულტურული განვითარების რამდენიმე გზა, თუმცა უშედეგოდ — ძირითადად ეკონომიკური ფონის, პანდემიისა და დაფინანსების სირთულეების გამო…

ახალი მფლობელები ხაზს უსვამენ ბრიუსელსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც Aegidium-ს ჯერ კიდევ „ალმასის სასახლე“ ერქვა, ამ შენობაში ქართული ღონისძიებები უკვე იმართებოდა.

პროექტის დეტალები და მისი განხორციელების განრიგი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. პროექტის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ სურთ თანამშრომლობა როგორც ბრიუსელის ხელისუფლებასთან, ისე ადგილობრივ და ქართველ კულტურის მოღვაწეებთან.“ – ნათქვამია ბელგიური გამოცემის სტატიაში.

რამდენი გადაიხადა მამუკა ხაზარაძემ ისტორიულ სასახლეში, სტატიაში დაკონკრეტებული არ არის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი კობახიძის ბრიფინგი დაიწყო
  • “ხინკლის სახლს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდასტურდა
  • “აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანი. მთავრობამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, თუ რას მოაწერეს ხელი, შეიცვალა რაიმე თუ არა ძველ ხელშეკრულებაში თუ ახალი გაფორმდა, რა დათმო საქართველომ და რა მიიღო სანაცვლოდ?” – რომან გოცირიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge