საგარეჯოში 29 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, ახალგაზრდა კაცი კი გარდაცვლილი საკუთარ დაბადების დღეზე ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა იპოვა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.
ნათესავების თქმით, მათთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. დაწყებულია გამოძიება.
