ოჯახი არის ეკლესიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ძლიერი ღირებულება, ამ ღირებულებების რაღაცნაირი ცვეთა მოხდა თანამედროვე სამყაროში განზრახ, თუ პრობლემების გამო. ეკლესიამ – პატრიარქ ილიას დროს, ეს დღე გრძელდება – წარმოაჩინა და ოჯახის გაგების, გააზრების არსის თამასა მაღლა ასწია . მადლობა ღმერთს, რომ ამაში ჩაერთო სახელმწიფოც, – ამის შესახებ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა ჟურნალისტებს სამების ტაძარში განუცხადა.
დეკანოზის თქმით, დღეს არის 17 მაისი, ეკლესიაში ოჯახის სიწმინდის და მშობელთა პატივისცემის დაცვის დღე.
“ეს დღე დაწესდა პატრიარქ ილიას დროს და უწმინდესი და უნეტარესი შიო ხშირად უსვამდა ხაზს თავის სიტყვაში, რომ გაგრძელდებოდა პატრიარქ ილიას მიერ დამკვიდრებული ყველა საეკლესიო ტრადიცია, თუ ღირებულებითი ტრადიცია და გაგრძელდებოდა მისი გზა. დღევანდელი დღე სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ დღევანდელი 17 მაისი აღინიშნება ასეთი მასშტაბურობით. ქაშვეთიდან, როგორც ყოველთვის, ყოველ წელს, იქნება მსვლელობა. აქ მოსულ ხალხს დალოცავს ახლად აღსაყდრებული პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III სტუმრებთან ერთად. ეს სტუმრები არიან მსოფლიო მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიის მაღალი იერარქები, წარმომადგენლები, რომლებიც თანამწირველობენ და თანაეზიარებიან დღევანდელ დღეს პატრიარქ შიოსთან ერთად. ეს არის ეკლესიის უძველესი ტრადიციის გამოხატულება, რომ ამა თუ იმ ეკლესიის კათედრაზე, როდესაც ადის ახალი პატრიარქი მას უდასტურებენ თანხმობას, თანაზიარებას და ულოცავენ სხვა ეკლესიები. ამით უსვამენ ხაზს, რომ ჩვენ, მართლმადიდებელი ეკლესია ერთი ოჯახი, ერთი მსოფლიო ეკლესია, ერთი ორგანიზმია”, – დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.
მან კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს საქართველოში საეკლესიო წარმომადგენლობა ჩამოსულია 12 ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან.
“ბევრი დელეგატია, ასე, სახელი და გვარები ახლა, ზეპირად არ მახსოვს. ყველა ეკლესიიდან არიან წარმადგენლები”. განაცხადა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა
