“დღეს ორი ფრონტის ხაზია საქართველოში, ერთი არის რუსთაველის გამზირი და მეორე
არის ციხე, ისინი ერთმანეთს ამაგრებენ და მხარდამხარ იბრძვიან”- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
71 წლის მომღერალის გზავნილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ წაიკითხეს.
“გამარჯვება გარდაუავალია და საქართველოში აუცილებალ გამოიდარებს!” – წერს ბურჭულაძე.
მოგესალმებით მეგობრებო,
რომ იცოდეთ როგორ მომენატრეთ და როგორ მომენატრა რუსთაველის გამზირი!
როგორ მომენატრა თქვენთან ჩახუტება და თქვენი გულში ჩაკვრა!
როგორ მომენატრა ის დიდებული ატმოსფერო, სადაც ამდენი გულანთებული მოქალაქე
იცავდა და იცავს თავის სამშობლოს!
როცა ერთად ვართ რუსთაველზე მაშინ არც ცივა, არც წვიმს და არც ქარბუქია, იქ ღამეც
კი ნათელია და თბილი. ამას ქმნის ჩვენი ერთობა, სიმტკიცე, თავდადება და სამშობლოს
უსაზღვრო სიყვარული.
ჩვენ ყოველთვის ვიღებდით მაგალითს ჩვენი გმირი წინაპრებისგან და ვცილობდით
მათსავით სიმტკიცით გაგვეგძელებინა ბრძოლა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ
არამხოლოდ წინაპრები, არამედ ახალგაზრდებიც გვაძლევენ საუკეთესო მაგალითს.
ჩვენი სინდისის პატიმრები და ის გოგო-ბიჭები, რომლებიც შეუპოვრად იბრძვიან
საამაყონი და მისაბაძნი გახდნენ ჩვენთვის.
დღეს ორი ფრონტის ხაზია საქართველოში, ერთი არის რუსთაველის გამზირი და მეორე
არის ციხე, ისინი ერთმანეთს ამაგრებენ და მხარდამხარ იბრძვიან.
რაც შეეხება ქართულ ოცნებას, როცა დიდხანს ფლობ სრულ ძალაუფლებას და ამავე
დროს, ხალხის ხარჯზე უზომოდ მდიდრდები, კარგავ რეალობის აღქმას და გგონია, რომ
ეს ნორმალურია და ყოველთვის ასე უნდა იყოს. ამიტომაც ისინი ჩვენგან ელიან, რომ
ვითხოვოთ შეწყალება და პატიება, მოითხოვენ მოვინანიოთ ის, რაც გვეამაყება. ისინი
ისე მიეჩვიენ ბატონობას, რომ ჩვენ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მივაჩნივართ.
ვიცი, რომ ძნელია შიშველი ხელებით ბრძოლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენივე
სიმტკიცით და ერთობით, ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრების თანადგომით,
გამარჯვება გარდაუავალია და საქართველოში აუცილებალ გამოიდარებს!
და ბოლოს, ბედნიერებაა, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, მეამაყებით ყველა!
პატივისცემით
პაატა ბურჭულაძე
